გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ძლიერი წვიმის შედეგად გურჯაანის რამდენიმე სოფელში გზები დაიტბორა

12-06-2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა. კერძოდ, სოფელ ძირკოკში, კოლაგში, ვეჯინში, ბაკურციხეში, კარდენახში, შაშიანსა და კალაურში უხვმა ნალექმა შიდა საუბნო გზები დატბორა. 
განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ კალაურში, სადაც მოსახლეობას ვენახები დაეტბორა. 
"ღამიდან სტიქიის ზონაში ტექნიკა მუშაობს და გზა იწმინდება. როგორც კი წყლის დონე დაიკლებს, გზას კაპიტალურად გავაკეთებთ. ტექნიკით გვეხმარება მელიორაცია და საგზაო დეპარტამენტი. გადაუღებელმა წვიმამ რამდენიმე სოფელში გზები დააზიანა, სოფელ კალაურში კი ვენახები დაიტბორა. ამ ეტაპზე სახლების დატბორვის და სხვა რიამე სახის ზიანის საშიშროება არ დგას. სტიქის ზონაში ვართ და სიტუაციას ვაკონტროლებთ“, - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"