გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახეთში 10 უკანონო სანახშირე ორმოს დემონტაჟი მოახდინეს

5-08-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში 10 დაურეგისტრირებელი სანახშირე ორმო გამოავლინეს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის მიმდებარედ, სამართალდამრღვევები ხის ნახშირის წარმოებას, მიწაში, კამერალურ რეჟიმში, გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით ახდენდნენ, რაც მიმდებარე ტერიტორიის დაკვამლიანებას, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას იწვევს და საფრთხეს უქმნის გარემოს. 


კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ  შესაბამისი ოქმები შეადგინეს და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტექნიკური ანგარიშის არქონის გამო, ათივე უკანონო სანახშირე ორმოს დემონტაჟი მოახდინეს. 
მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.