გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ვლადიმერ ბოჟაძე: არ განხორციელდება ამ ქვეყნის ომში ჩათრევის გეგმა! სახელმწიფო ორგანოებმა და მოსახლეობამ უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ ავყვეთ პროვოკაციებს!

5-08-2022

თურმე მთლად ადამიანების ფიზიკურად განადგურების სცენარზე მუშაობენ, სცენარზე რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, პირდაპირ საომარ მოქმედებში ჩაითრევენ საქართველოს! - წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქ სტატუსზე.


მისი თქმით არ განხორციელდება ამ ქვეყნის ომში ჩათრევის გეგმა.


“ირაკლი კობახიძეს დილით ქონდა ბრიფინგი და საღამოს უკვე ქვეყნის ომში ჩათრევის გეგმის დეტალებიც გაცხადდა. ქსენოფობობა როგორ გვაკადრეთო, არც კი გვიფიქრიაო და თურმე მთლად ადამიანების ფიზიკურად განადგურების სცენარზე მუშაობენ, სცენარზე რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, პირდაპირ საომარ მოქმედებში ჩაითრევენ საქართველოს! არ განხორციელდება ამ ქვეყნის ომში ჩათრევის გეგმა, არა!


 სახელმწიფო ორგანოებმა და მოსახლეობამ უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, ყურადღება და არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს! ხელისუფლება უკვე 10 წელია უზრუნველყოფს მშვიდობას, სრაბილურობას და განვითარებას საქართველოში და ეს მომავალშიც ასე იქნება! რუსეთი ოკუპანტია! საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.