გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ჭიათურაში სამმა კაცმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

13-06-2018

ჭიათურაში, პოლიციის შენობასთან სამი ახალგაზრდა კაცი შიმშილობს. მათ გუშინ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს. პეტრე ივანოვი, ლევან მასხარაშვილი და ბექა ჭუმბურიძე ჭიათურის პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძის და მისი მოადგილის მიშა გიგაურის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

მოშიმშილეები ყვებიან, რომ 26 მაისს, მათი ცხრა მეგობარი პოლიციამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დააკავა, რვა ადმინისტრაციული წესით გაასამართლა და გამოუშვა, ერთ მათგანს - თემურ გოშაძეს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ისინი მეგობრის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ პოლიცია ახალგაზრდებს თანამშრომლობას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერით ემუქრებოდა.