გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლერი ბარნაბიშვილი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა

7-08-2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა.

 

შეხვედრის დროს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ პროექტ „განახლებულ რეგიონებზე" ისაუბრეს. ლერი ბარნაბიშვილმა  შეხვედრის დროს მერებისგან და საკრებულოს თავმჯდომარეებისგან ქალაქებში და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე პირადად მიიღო ინფორმაცია.

 

ბარნაბიშვილის  განცხადებით რეგიონების განვითარება ცენტრალური  ხელისუფლების პრიორიტეტია.