გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

8-08-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. 


მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 16 საკითხი განიხილეს.
 
განსახილველ საკითხთა შორის იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული საკითხი, რომლის საფუძველზეც 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისსა და რეგიონებში საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება საცხოვრებელი ბინები, დამხმარე ფართები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. 
 
როგორც სხდომაზე აღინიშნა, მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა, შესაბამისად, ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება.
 
ასევე, განიხილეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვით ორ კომპანიას საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა.