გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ჩოხატაურში ახალგაზრდა მამაკაცი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

13-06-2018

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში, 30 წლამდე მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ გვითხრა, ახალგაზრდა მამაკაცი ორი დღის წინ, გვიან ღამით საკუთარ ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

თუ რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, კუჭავას ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვს:

"გუშინ წინ ღამით მეზობლებმა ნახეს, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი. მიზეზი არ ვიცი, პირადად ვიცნობდი მას, ლევანი ერქვა და ძალიან კარგი ბიჭი იყო. ჩოხატაურში ერთ-ერთ ავტოსამრეცხაოში მუშაობდა. ობოლი ბიჭი იყო, ახლობლებმა გაზარდეს"-გვითხრა მერმა.

newposts