გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კასპის სამ სოფელში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

11-08-2022

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში - გამყოფი ხაზისპირა და მაღალმთიან სოფელ გორაკაში, მაღალმთიან სოფელ თელადგორსა და სოფელ გრაკალში  სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ გრაკალის პროექტით სოფელ თელიანსა და სასირეთში სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია განხორციელდება.

პროექტი ითვალისწინებს:

ახალი სათავე ნაგებობის (ჭაბურღილი),

მონოლითური რკინა ბეტონის სამარაგო რეზერვუარის,

მაგისტრალური მილსადენის,

საქლორატორო ჯიხურის,

ელექტრონული ქსელის,

სანიტარული ზონის მოწყობის სამუშაოებს.

 

სამივე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელთა სახელშეკრულებო ღირებულება  1 539 987 ლარია და ეელქტრონულ ტენდერში გამარჯვებული   შპს „თექ ჰაივეი“ ახორციელებს.

 

როგორც კასპის მუნიციპალიტეტი მერმა ვახტანგ მაისურაძემ განაცხადა მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა მერიისთვიის უმნიშვნელოვანესია.  ჭაბურღილების მოწყობა კი სასმელი წყლის ხარისხისა და დებეტის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.