გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზაალ ანჯაფარიძე: ძალიან მნიშვნელოვანია თუ რას იტყვის საელჩო; თუ ჩვენ კვლავ მოვისმინეთ უკვე მოსმენილი ნარატივი, რომ ეს ყველაფერი ФСБ სახელმძღვანელოდან არის და ა.შ. მაშინ მეტი კითხვები გაჩნდება

11-08-2022

ახლადშექმნილ გაერთიანების „ხალხის ძალა“ განცხადებაში კიდევ ბევრი საჩოთირო მომენტია აღწერილი, რაც ჩემი აზრით, ცვლის დამკვიდრებულ შთაბეჭდილებას და ხედვას საქართველოს და აშშ-ს შორის არსებულ ურთიერთობაზე, რასაც, განცხადებაში აღწერილის გათვალისწინებით, სამწუხაროდ ვერ დაერქმევა პარტნიორული - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის - „ხალხის ძალის“ წერილს.

 

„პირველად გავიგე და არ ვიცი თუ მომხდარა მსგავსი რამ რომელიმე სუვერენულ ქვეყანაში, რომ საელჩო ადგილობრივ მთავრობისგან კატეგორიულად მოითხოვდეს ვადამდელი არჩევნების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას?! ეს შოკისმომგვრელი აღიარებაა!


ახლადშექმნილ გაერთიანების „ხალხის ძალა“ განცხადებაში კიდევ ბევრი საჩოთირო მომენტია აღწერილი, რაც ჩემი აზრით, ცვლის დამკვიდრებულ შთაბეჭდილებას და ხედვას საქართველოს და აშშ-ს შორის არსებულ ურთიერთობაზე, რასაც, განცხადებაში აღწერილის გათვალისწინებით, სამწუხაროდ ვერ დაერქმევა პარტნიორული. იმედია, გაერთიანების ლიდერები დიდხანს არ ალოდინებენ საზოგადოებას და იტყვიან იმას, რის თქმასაც საჭირო დროს აანონსებენ. როგორც ჩვენში იტყვიან, ცოდვა გამხელილი ჯობიაო.


ძალიან მნიშვნელოვანია თუ რას იტყვის საელჩო. თუ ჩვენ კვლავ მოვისმინეთ უკვე მოსმენილი ნარატივი, რომ ეს ყველაფერი ФСБ სახელმძღვანელოდან არის და ა.შ. მაშინ მეტი კითხვები გაჩნდება“ - წერს ანჯაფარიძე facebook -ზე.