გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

გია აბაშიძე: "ნაცების" ტრაგიკომიკურ სუბიექტებს ავიწყდებათ, რომ თვალთვალი და ოპონენტების დევნა მათი რეჟიმის ხელწერა იყო

12-08-2022

“რაღა დროს "ნარუჟკაა", როცა თანამედროვე მობილური ტელეფონების საშუალებით ნებისმიერი ადამიანის გადაადგილების დაფიქსირება შეიძლება კაბინეტიდან გაუსვლელად. ანდა ვის რაში სჭირდება ნონა მამულაშვილსა და მის სამარცხვინო კოლეგებზე თვალთვალი?”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, “ნაცების" ტრაგიკომიკურ სუბიექტებს ავიწყდებათ, რომ თვალთვალი და ოპონენტების დევნა მათი რეჟიმის ხელწერა იყო.


"ნაციონალური მოძრაობის" ეპატაჟური წევრი ნონა მამულაშვილი ტელეკომპანია POSTV-იმ მორიგ ტყუილში ამხილა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში მაგიდებზე მორბენალი მამულაშვილი ირწმუნებოდა, რომ სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ. გაირკვა, რომ პირი (რომან ნაჭყებია), რომელსაც დეპუტატი მამულაშვილი თვალთვალში ადანაშაულებდა არა აგენტი, არამედ ტაქსის მძღოლია.


ნაჭყებიამ დასტურად ტაქსის აპლიკაცია და გუშინ შესრულებული მარშრუტების არქივი აჩვენა მედიას. მოაკლდა რა ყურადღება ნონა მამულაშვილს, გამოიგონა ისეთი მოკლევადიანი "ფეიკი", რომ მორიგ ჯერზე მასხრად აიგდო თავი. "ნაცების" ტრაგიკომიკურ სუბიექტებს ავიწყდებათ, რომ თვალთვალი და ოპონენტების დევნა მათი რეჟიმის ხელწერა იყო. რაღა დროს "ნარუჟკაა", როცა თანამედროვე მობილური ტელეფონების საშუალებით ნებისმიერი ადამიანის გადაადგილების დაფიქსირება შეიძლება კაბინეტიდან გაუსვლელად. ანდა ვის რაში სჭირდება ნონა მამულაშვილსა და მის სამარცხვინო კოლეგებზე თვალთვალი? მიხეილ სააკაშვილი აღარ ახსოვთ და ეს მეგალომანი მამულაშვილი ვის დაეკარგა?..”- წერს გია აბაშიძე.