გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბიზნესოპერატორებს ბაკურიანში სურსათის უვნებლობის სტანდარტები გააცნეს

15-08-2022

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ბაკურიანში,   სასტუმროებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების  წარმომადგენლებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.


შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ გააქტიურებული  ტურისტული  სეზონის პირობებში უმნიშვნელოვანესია, მაქსიმალურად  იყოს დაცული  სურსათის უვნებლობის  დადგენილი სტანდარტები.


სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის სპეციალისტებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს დეტალურად განუმარტეს HACCP-ის სტანდარტის დანერგვის, ობიექტის ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხები, ზოგადი ჰიგიენის წესები და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.


აღინიშნა, რომ სააგენტო ღიაა რეგულარული თანამშრომლობისათვის, ეფექტიანი კომუნიკაცია კი ხელს უწყობს ბიზნესსექტორის ინფორმირებულობის გაზრდას და თანამედროვე  სტანდარტების დანერგვას, რაც მომხმარებლის ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. 


საინფორმაციო შეხვედრა ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ჩართულობით, საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში გაიმართა.