გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი 35,3%-ით გაიზარდა

15-08-2022

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 186.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3 პროცენტით მეტია.


საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 3 098.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (36.3 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 087.4 მლნ. აშშ დოლარი (34.8 პროცენტით მეტი).


უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2022 წლის იანვარ-ივლისში 3 988.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2 პროცენტი შეადგინა.