გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ორზე მეტი იპოთეკური სესხის აღება შესაძლოა აიკრძალოს

14-06-2018

სამოქალაქო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, მოქალაქეებს ორზე მეტი იპოთეკის უფლება შესაძლოა აღარ ჰქონდეთ. ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს.

სამოქალაქო კოდექსში იპოთეკის მუხლს რამდენიმე პუნქტი ემატება. მათ შორის, ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი სესხის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოიყენონ მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი.

ამასთან, თუ ერთი და იგივე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას, სესხის უზრუნველყოფის საშუალებად მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გამოყენება ვეღარ მოხდება,- განმარტებულია პროექტში.

knews.ge