გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპის სოფელ გრაკალში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

20-08-2022

სოფელ გრაკალში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მოადგილემ დავით ქისიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბეგლარაშვილმა დაათვალიერეს.

 

გათვალისწინებულია ახალი სათავე ნაგებობის (ჭაბურღილი), სამარაგო რეზერვუარის, მიმწოდებელი მაგისტრალის, მაგისტრალური მილსადენის, საქლორატორო ჯიხურის, ელექტრონული ქსელის და სანიტარულის ზონის მოწყობა. პროექტის ფარგლებში სოფელ თელიანსა და სასირეთში სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია განხორციელდება.

 

სამივე სოფლის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, სახელშეკრულებო ღირებულება 699 999 ლარია და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „თექ ჰაივეი“ ახორციელებს.

 

როგორც კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ განაცხადა, მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა მერიისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია.

 

ჭაბურღილების მოწყობა კი სასმელი წყლის ხარისხისა და დებეტის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ სოფელ თელიანში სამაჩაბლოდან დევნილი და იძულებით გადაადგილებული კომპაქტურად ჩასახლებული 54 ოჯახი ცხოვრობს.