გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

15-06-2018

ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობასთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

პირველ არხთან საუბრისას მკვლელობაში ბრალდებულის მეგობარი თეონა ცეცხლაძე ამბობს, რომ მასსა და მოკლულს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო.

„ჩემი უახლოესი მეგობარია, არავის არაფერს უშავებდა, პოლიციის უფროსთან ხშირად ჰქონდა უკმაყოფილება იმის გამო, რომ სოფლის ცენტრში ახალგაზრდების თავშეყრა იკრძალებოდა, თავს შეზღუდულად გრძნობდა. თუმცა, წუხელ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ვერ გეტყვით, მომხდარის შესახებ დღეს დილით გავიგე“, – ამბობს თეონა ცეცხლაძე.

შემთხვევა დაახლოებით დილის სამ საათზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, მუხაესტატეს გზაზე ხე გადაჰქონდათ. ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, რომ ხის გადატანაზე მომუშავე პირებს ბრალდებული სასმლით გაუმასპინძლდა.

„სასმელი გაუტანია, ქეიფობდნენ, შეიძლება, რამე ამ დროს მოხდა. მე ხის გადატანის დროს გრუხუნმა გამაღვიძა, ფანჯარასთან ვწევარ და ხმაური გავიგონე, უშუალოდ არაფერი მინახავს“, – ამბობს ბრალდებულის ერთ-ერთი მეზობელი.

მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-​ის 108-​ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

1tv.ge