გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ფოთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

15-06-2018

ფოთში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. დამწვარია 80 კვადრატული მეტრი ფართობი. 
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.
შემთხვევის ადგილზე მივიდა მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება კანონის შესაძლებლობის ფარგლებში დაზარალებულ ოჯახს დახმარებას გაუწევს. 
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"