გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

მარნეულის მერი: ეს არის ათასპროცენტიანი პროვოკაცია

15-06-2018

მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვა სასამართლოზე - “ მე შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად  სხვა ცხოვრებით ვიცხოვრე, დავამთავრე პოლიციის აკადემია ანკარაში, არასოდეს არცერთხელ აქამდე კანონი არ დამირღვევია, პირიქით ჩემთან მოდიოდნენ რჩევაზე თუ რაზეც იქნებოდა და ყოველთვის ვეუბნებოდი იყავი დაჩაგრული, იყავი ასეთი, მაგრამ პასუხი არ გასცე. თქვენ შეგიძლიათ 112-შიც ნახოთ ჩემი ზარი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის სამმართველოს უფროსი და მერი ვიყავი ... ჩემი დაკავება არ უნდა მომხდარიყო, ეს არის ათასპროცენტიანი პროვოკაცია, არასდროს არავის თხოვნას არ ვიზიარებდი, თუ კანონის დარღვევას ეხებოდა. საკრებულოს თავჯდომარე დავაჯარიმე იმიტომ, რომ  აღნიშნული ფაქტი  კანონს ეწინააღმდეგებოდა. ამ შემთხვევაშიც მომიწყვეს ისე რომ, მე ამ ფაქტზე  გამოხმაურება მქონოდა, ეს იყო დაგეგმილი. მე თავი მაქვს გატეხილი ჭიქით და  მომხდარის დროს სულ სისხლში ვიყავი ამოსვრილი.

"ინფორუსთავი"