გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რომან გოცირიძე სენაკის არჩევნებზე: არ ვარ საქმის კურსში

2-09-2022

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია სენაკში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით.


„არ ვარ საქმის კურსში“, - ასე უპასუხა გოცირიძემ Pia.ge-ს სატელეფონო ზარს კითხვაზე, რატომ არ წარადგინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სენაკში კანდიდატი.


სენაკში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე დღეს კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა. კანდიდატები არ წარუდგენიათ არც „ნაციონალურ მოძრაობას“, არც პარტიას „საქართველოსთვის“ და არც სხვა ოპოზიციურ პარტიებს.