გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ბექა ლილუაშვილი სენაკის შუალედურ არჩევნებზე: ამ პროცესში მონაწილეობის მიღება არ გვსურს

2-09-2022

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან სენაკის შუალედურ არჩევნებზე საუბრობს და განმარტავს თუ რატომ არ სურს გიორგი გახარიას პარტიას არჩევნებში მონაწილეობის მიღება.


"სენაკის ნაწილზე ჩვენ გვქონდა ჩვენი კონკრეტული პოზიცია, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ როგორც გაკეთდა სენაკში არჩევნები, ეგ არის კანონდარღვევა.


ფაქტობრივად, ეს არჩევნების მოპარვას ნიშნავს. შესაბამისად, ამ პროცესში, ჩვენ მონაწილეობის მიღება არ გვსურს. ეს არის მარტივად, რომ შევაფასოთ“, - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.


ცნობისთვის, 1-ელი ოქტომბრისთვის სენაკში შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს. მოსახლეობა ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.


როგორც ცნობილია პარტია „საქართველოსთვის“ , „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები კანდიდატს არ წარადგენენ.