გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა და რეზერვისტები ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობენ

5-09-2022

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში თავდაცვის ძალები ჩაერთო.


სოფელ შილდის მიმდებარედ ტყის მასივის ხანძრის ქრობის სამუშაოებს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ტერიტორიული რეზერვის 201-ე და 202-ე ბატალიონის ასეულები ახორციელებენ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე გაეცნო. სამხედრო მოსამსახურეები და რეზერვისტები ხანძრის ქრობის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებთან აქტიურ კოორდინაციაში ახორციელებენ.


რეზერვისტებსა და პირად შემადგენლობას გავლილი აქვს კრიზისებზე რეაგირების სპეციალური მოსამზადებელი კურსი და აღჭურვილია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ინვენტარით.


ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ ბრძანებას მთავრობის მეთაურმა ხელი 2 სექტემბერს მოაწერა.