გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ლორენ მოსი: საქართველოში ინვესტიციებისთვის უზარმაზარი პოტენციალია, ეს არის საუკეთესო ადგილი მსოფლიოში

7-09-2022

საქართველოში პირველად ვიმყოფები და ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია ქვეყნის საინვესტიციო პერსპექტივებში გარკვევა. მინდა გითხრათ, რომ გაოცებული ვარ - ეს არის საუკეთესო ადგილი მსოფლიოში, ეს არის იდეალური კარიბჭე ცენტრალურ ევროპასა და აზიას შორის, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტმა ლორენმა მოსმა განაცხადა.


სააგენტო „აწარმოე საქართველოში" და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით, საქართველოში საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს ე.წ. ლოკაციის კონსულტანტების რამდენიმედღიან გაცნობით ტურს მასპინძლობს.


აშშ-დან, ევროპიდან და აზიიდან საქართველოში მყოფი საინვესტიციო კონსულტანტები უახლოესი დღეების განმავლობაში შეხვედრებს გამართავენ როგორც ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე ბიზნესასოციაციებთან, დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან.


ლორენ მოსის თქმით, საქართველოში შესანიშნავი ინფრასტრუქტურა, ბიზნესკულტურა და კომუნიკაციის უნარებია.
„აქ არსებული ორენოვნება ძალიან შთამბეჭდავია. სიმართლე გითხრათ, აქ ცარიელი შთაბეჭდილებებით ჩამოვედი და ამ რამდენიმე დღეში პოზიტიური შთაბეჭდილებებით ვარ სავსე. საქართველოში ინვესტიციებისთვის უზარმაზარი პოტენციალია", - განაცხადა ლორენ მოსმა.