გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა „მედიკალ საპორტ ენდ ტექნოლოჯის“ საქმიანობის უფლება შეუზღუდა

8-09-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე შპს „მედიკალ საპორტ ენდ ტექნოლოჯის“ კუთვნილ სახიფათო (სამედიცინო) ნარჩენების ინსინერაციის საწარმოს საქმიანობის განხორციელების უფლება შეუზღუდა.


დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპანიას ადმინისტრაციული მიწერილობა „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად და ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი სამართალდარღვევების საფუძველზე წარუდგინეს.


ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიის მიერ არ არის შესრულებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულებები. მათ შორის, საწარმო ღამის საათებში ფუნქციონირებდა გაუმართავი ტექნიკური დანადგარების გამოყენებით და არ იცავდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილ ტემპერატურულ რეჟიმს.


შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და მასალები, განსახილველად სასამართლოში გადაიგზავნა.