გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ლანჩხუთის ორ სოფელში თანამედროვე სტანდარტის საბავშვო ბაღები შენდება

12-09-2022

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით სუფსასა და ხაჯალიაში 100-100 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღები შენდება.

 

სამუშაოები 2023 წლის აპრილში დასრულდება და 2023-2024 სასწავლო წლისთვის აღსაზრდელები ახალ საბავშვო ბაღში გააგრძელებენ სწავლას.

 

აღსანიშნავია, რომ ორივე სოფელში, ამჟამად საბავშვო ბაღები კერძო სახლებშია განთავსებული.

 

სუფსასა და ხაჯალიაში მიმდინარე სამუშაოები დღეს ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ ადგილზე დაათვალიერეს.