გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სუფსაში იუსტიციის სახლის მშენებლობა სრულდება

12-09-2022

საჯარო და კერძო სექტორის 470-მდე სერვისი სოფლიდან გაუსვლელად მალე სუფსის მოსახლეობისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და თვის ბოლომდე დასრულდება.
პროექტი იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და დაფინანსებით ხორციელდება.
ახალი იუსტიციის სახლი სუფსისა და მისი მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს მოემსახურება და მათ იუსტიციის სახლის ყველა სერვისს ადგილზე მიაწვდის, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს მოსახლეობის დროსა და ფინანსებს. შენობაში ხელმისაწვდომი იქნება, აგრეთვე, „მაგთისა" და „ლიბერთი ბანკის" მომსახურება, უკაბელო ინტერნეტი, კომპიუტერები, საკონფერენციო სივრცე და ბიბლიოთეკა. იუსტიციის სახლში სოფლის ადმინისტრაციაც განთავსდება.
მშენებლობის მიმდინარეობას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე გაეცნენ.