გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მუხროვანში სნაიპერთა მომზადების სასწავლო კურსი დასრულდა

14-09-2022

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის სნაიპერთა მომზადების სკოლაში სნაიპერთა მომზადების სასწავლო კურსი დასრულდა. ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში, სნაიპერთა მომზადების სკოლის ქართველმა ინსტრუქტორებმა რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებს ექვსკვირიანი სასწავლო კურსი გაატარეს.


კურსანტებმა შემაჯამებელი სწავლება მუხროვანის სასროლეთზე გაიარეს, სადაც მათ მთიან და დასახლებულ რაიონში სტრესული სროლები განახორციელეს.


სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები, დღისა და ღამის განმავლობაში, რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში საცეცხლე და ტაქტიკური მომზადების უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. სასწავლო პროგრამა ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში სისტემატურად მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროების მომზადების დონის ამაღლებას.