გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო გერმანიის სანდო პარტნიორია, რომელიც ხელს უწყობს ევროპული ფასეულობების დამკვიდრებას და თავისი წვლილი შეაქვს უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით

14-09-2022

საქართველო გერმანიის სანდო პარტნიორია, რომელიც ხელს უწყობს ევროპული ფასეულობების დამკვიდრებას და თავისი წვლილი შეაქვს უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი საქართველოში მოიწვია.
 
„კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ, ბატონო კანცლერო, რომ საქართველო გერმანიის სანდო პარტნიორია, რომელიც ხელს უწყობს ევროპული ფასეულობების დამკვიდრებას და თავისი წვლილი შეაქვს უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ კანცლერს და ვისარგებლებ შემთხვევით და მოვიწვევ ბატონ კანცლერს თბილისში",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.