გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

15-09-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი" და ,,ბათუმის აეროპორტი", არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.


მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, რუსეთისა და პაკისტანის მოქალაქეების ი.დ.-სა და ა.მ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა, ჯამში, 21 918,71 ღირებულების მობილური ტელეფონები.


საქართველოს საბაჟო კოდექსის 268-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 21 918,71 ლარი (საქონლის ღირებულების 100%) შეეფარდათ.