გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

კასპის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

16-09-2022

მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთო პროექტის  „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კამპანიაში „დავასუფთაოთ მსოფლიო“, რომელიც 16, 17 და 18 სექტემბერს  საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.


მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა და  საკრებულოს დეპუტატებმა ქალაქიდან გასასვლელი საავტომობილო გზის მონაკვეთი დაასუფთავეს.


დასუფთავებისას  დაგროვილი ნარჩენის გატანა კი აიპი „კასპის კეთილმოწყობა“-მ უზრუნველყო.


კასპის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მიმართავს მოსახლეობას - ნუ დავყრით ნარჩენებს ნაგვის ურნის მიღმა, გავუფრთხილდეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს, უნიკალურ ბუნებას და იმ ადამიანების შრომას, ვინც თქვენთვის სუფთა ქუჩებით გადაადგილებას უზრუნველყოფს.