გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოთარ შამუგია, პრაღაში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

18-09-2022

ქალაქ პრაღაში გამართული სოფლის მეურნეობის მინისტერიალის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისრტი ოთარ შამუგია ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ მინისტრს სოფლის მეურნეობის, სატყეო, რეგიონების და წყლის მართვის საკითხებში, ნორბერტ ტოტსჩინგს შეხვდა.


ოთარ შამუგიამ  მადლობა გადაუხადა ავსტრიელ კოლეგას იმ მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველოში სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სექტორების განვითარებისთვის ავსტრიის სახელმწიფო ახორციელებს.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას საერთაშორისო ვაჭრობის გაძლიერების კუთხით. ასევე აღინიშნა, რომ ავსტრიის გამოცდილების გაზიარება სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში არის კიდევ ერთი მიმართულება, სადაც შესაძლებელია თანამშრომლობა. მხარეებმა ასევე გამოთქვეს სურვილი და მზაობა, გააზიარონ  გარემოსდაცვითი საკითხების და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით არსებული გამოცდილებები.

ოთარ შამუგიამ, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური მინისტრი საქართველოში მოიწვია.