გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

გონიოს ციხეში „რომაული ფესტივალი 2022“ გაიმართა

19-09-2022

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიოს ციხეში ჩატარდა „რომაული ფესტივალი 2022“.

 

ღონისძიების ფარგლებში ციხის ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ გაცოცხლდა I-III საუკუნეების რომაელი ჯარისკაცების ყოველდღიური ცხოვრება. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ რომაულ თამაშებში, დაეგემოვნებინათ რომაული კერძები, რამაც საშუალება მისცა მათ ერთი დღით გამხდარიყვნენ იმ ეპოქის მონაწილეები.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიების მიზანია: იმ უძველესი ტრადიციების გაცოცხლება, რაც გონიოს ციხეში საუკუნეების წინ ხდებოდა. ფესტივალის ფარგლებში გონიოს ციხემ ბევრ ტურისტს უმასპინძლა.