გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ონის მერმა სოფელ შეუბნის საჯარო სკოლის დასრულებული სარემონტო სამუშაოები მოინახულა

21-09-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა სოფელ შეუბნის საჯარო სკოლის დასრულებული სარემონტო სამუშაოები მოინახულა.


პროექტის ფარგლებში - შენობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ჩაისვა მეტალოპლსტმასის ფანჯრები, მოეწყო ახალი იატაკის საფარი, გარემონტდა სველი წერტილები, გაილესა და შეიღება შიდა კედლები მაღალი ხარისხის საღებავით. ასევე, მოეწყო ფასადის სახურავი (ორი მხრიდან) და შეიღება დამცავი მასალით.


შეგახსენებთ, რომ პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სახელშეკრულებო თანხამ - 48 351 ლარი შეადგინა, ხოლო სამუშაოები შპს "ლოდი 2022"-მა შეასრულა