გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და შვეიცარიის ეკონომიკური თანამშრომლობის სრული პოტენციალის ასათვისებლად ახალ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ

22-09-2022

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ იგნასიო კასისთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ყურადღება გააქტიურებული ურთიერთობის გზით ინსტიტუციონალური თანამშრომლობის გაფართოებაზე გაამახვილეს.


"გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან იგნასიო კასისთან.


შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ გააქტიურებული ურთიერთობის გზით ინსტიტუციონალური თანამშრომლობის გაფართოებაზე.

ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის სრული პოტენციალის ასათვისებლად ახალ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.