გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პოპულარული იტალიელი ბლოგერი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

23-09-2022

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ცნობილ იტალიელ მოგზაურ ბლოგერს მატეო პელუსის უმასპინძლა.  ტურის ფარგლებში პოპულარული ბლოგერი კახეთს ეწვია, სადაც წინანდალი და  თელავი დაათვალიერა.   მატეო პელუსი გაეცნო კახურ კულინარიას, დააგემოვნა ღვინო. იტალიელი ბლოგერისთვის მოეწყო ადგილობრივი კერძების მასტერკლასები.


 მატეო პელუსი გასტრონომიისა და ღვინის ტურიზმის შესახებ ბლოგებს ამზადებს, მის გვერდს სოციალურ ქსელში Instagram 1.5 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს, YouTube-ზე 2.5 მილიონი, ხოლო TikTok-ზე 1,8 მილიონი.    


კახეთის შესახებ მატეო პელუსის ბლოგებსა და პოსტებს იტალიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაეცნობიან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით.