გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ბათუმში ერთ-ერთი სასტუმროს დაცვის თანამშრომელს არასრულწლოვნები ფიზიკურად გაუსწორდნენ

21-06-2018

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სასტუმრო „მერკურის“ კერძო დაცვის თანამშრომელს არასრულწლოვნები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც თვითმხილველებმა

„ინტერპრესნიუს“ განუცხადეს, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში დაზიანება ქვით მიაყენეს. 
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადამ, დაშავებული მამაკაცი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს თავის არეში შემავალი ჭრილობა აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"