გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საგურამოში ახალი, 25 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგური აშენდა

21-06-2018

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ახალი, 25 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგური „საგურამოს“ მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური" ავრცელებს.

ქვესადგურის მშენებლობაში კომპანიამ 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო.

"თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ქვესადგური „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოს და ნატახტრის სათავე ნაგებობებსა და სატუმბე სადგურებს ელექტროენერგიით უწყვეტ მოამარაგებას გააუმჯობესებს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტი იქნება”, - განაცხადა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძე. 

ქვესადგური კომპანიის Siemens დანადგარებითა და მოწყობილობებითაა აღჭურვილი. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები ქართულმა კომპანია „ენერგოსერვისმა“ შეასრულა.

imedinews.ge