გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე მე-18 მუხლის დარღვევა ძალაში დატოვა

28-11-2017

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ძალაში დატოვა 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველომ მერაბიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია, რაც ადვოკატის განცხადებით, მის პოლიტპატიმრობას გულისხმობს.
გადაწყვეტილება დიდმა პალატამ 9 ხმით მიიღო.


„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, ძალაში დატოვა მანამდე სექციის მიერ მიღებული გადაწვეტილება, ვანო მერაბიშვილის საქმეზე და ჩვენ მოვიგეთ საქმე, რომელიც ეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრად ცნობას. სასამართლომ ძალაში დატოვა მე-18 მუხლის დარღვევა, ეს არის ცნობილი მუხლი, ცნობილი პოლიტიკური პატიმრები - იულია ტიმოშენკოს და იური ლუცენკოს საქმეები იყო წარმართული სტრასბურგში და მე მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, თუ სურთ, რომ მოახდინონ ზიანის მინიმიზება, რომელიც მიადგება ჩვენი ქვეყნის იმიჯს ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით, რაც მოყვება მერაბიშვილის დაპატიმრებით, თუ სურთ ამ ზიანის გამოსწორება, დაუყოვნებლივ მიიღონ გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე. დიდი პალატის გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება, ეს არის საბოლოო ისტანცია“-განაცხადა ოთარ კახიძემ.