გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ირაკლი ღარიბაშვილი: მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს "ვიზიტს" რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში

28-09-2022

მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს "ვიზიტს" რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.


მთავრობის მეთაურის თქმით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ნაბიჯი არღვევს  საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ,ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს.


"მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს "ვიზიტს" რუსეთის მიერ  ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს.  ეს ნაბიჯი არღვევს  საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს",-წერს პრემიერ-მინისტრი.