გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კახეთში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება გრძელდება

22-06-2018

ამინდების გაუმჯობესებისთანავე, კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება განახლდა. 
ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების აგროოპერაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს. 
ალაზნის ველზე დღეს შპს „მექანიზატორი“-ს 9 ერთეულმა კომბაინმა 200 ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება დაასრულა.
დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში შპს „მექანიზატორს“ უკვე აღებული აქვს 2,4777 ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კუტურის მოსავალი.
პროცესების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით კახეთში მობილიზებულია 102 ერთეული შპს „მექანიზატორის“ მარცვლეულის ამღები კომბაინი, აქედან გურჯაანის სერვის-ცენტრში 60, ხოლო დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრში 42 ერთეული.
საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე სამუშაოებში.
გარდა მოსავლის აღების აგროოპერაციისა შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს.