გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ანდრია გვიდიანი: 10 წლის წინ ქართულმა საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაასრულა ყველაზე დიდი ბოროტება

1-10-2022

2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ ხელისუფლების წყაროს ხალხი წარმოადგენს და ვერანაირი დიქტატურა ვერ გადაწონის ხალხის ძალას. ისტორია ამ ყველაფერს შეაფასებს და პირველი ოქტომბერი ისტორიაში აუცილებლად ჩაიწერება თანამედროვე ნაციმზე გამარჯვების თარიღად - წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

 

„ დღეს პირველი ოქტომბერია. საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საკვანძო თარიღი. 10 წლის წინ ქართულმა საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაასრულა ყველაზე დიდი ბოროტება. ამ კაცმა ყველაფერი გვერდზე გადადო, მეორე პლანზე გადაწია საკუთარი ოჯახის ინტერესები და დაუპირისპირდა ყველაზე სასტიკ სისტემას. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ ხელისუფლების წყაროს ხალხი წარმოადგენს და ვერანაირი დიქტატურა ვერ გადაწონის ხალხის ძალას. ისტორია ამ ყველაფერს შეაფასებს და პირველი ოქტომბერი ისტორიაში აუცილებლად ჩაიწერება თანამედროვე ნაციმზე გამარჯვების თარიღად. ამ წლებში ქართულ ოცნებას სირთულეებთან ერთად, უამრავი წარმატება ჰქონდა.

 

სწორედ ამ წარმატებების და სწორი პოლიტიკის შედეგია ყველა მოგებული არჩევნები და ხალხის არაერთხელ დადასტურებული ნდობა. ქართული ოცნების დღევანდელი მენეჯმენტი იდეალურად უძღვება ყველა გამოწვევას და ფაქტია, დღევანდელ რეალობაში ეს პარტია უალტერნატივო ძალად ჩამოყალიბდა. წინ კიდევ ბევრი საპასუხისმგებლო წლებია. წარმატებებს და გამძლეობას ვუსურვებ ქართული ოცნების გუნდს, ბევრი გამარჯვებები წინ არის!“ - წერს გვიდიანი facebook - ზე.