გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიციის მმართველობის დროს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა იყო 27 მლრდ ლარი, დაახლოებით. 80 მლრდ არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა ახლა და ბოლო 2 წელიწადში, ჩემი პრემიერობის დროს, 30 მლრდ-ით გავზარდეთ

4-10-2022

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა იყო 27 მლრდ ლარი, დაახლოებით. 80 მლრდ არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა ახლა და ბოლო 2 წელიწადში, ჩემი პრემიერობის დროს, 30 მლრდ-ით გავზარდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისივე თქმით, ამას გარდა თითქმის 80 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ჯამში.


„ეს არის პასუხი და ფაქტი. ამას გარდა, თითქმის 80 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ჯამში. ბიზნესმა, საზოგადოებრივი სამუშაოებიც ცალკე ემატება და ეს არის მინიმუმი, რაც ჩვენ ამ 8 თვის განმავლობაში შევძელით. ტენდენცია უმჯობესდება, სიღარიბე არის შემცირებული და კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება ჩვენ,"- განაცხადა პრემიერმა.