გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

რუსთავში ქალმა თვითმკვლელობა სცადა

25-06-2018

რუსთავში, მე-16 მიკრო-რაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან 30 წლის ქალი გადმოხტა.

ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული კლინიკა რუსთავში მრავლობითი მოტეხილობებით, ტრამვული შოკით და კომატოზური მდგომარეობით გადაიყვანეს.

"პაციენტი შეყვანილია საოპერაციოში, უტარდება შესაბამისი ქირურგიული ოპერაცია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა" - განუცხადეს კლინიკა რუსთავში ინფო რუსთავს

ჩვენი ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო მაღალი სართულიდან თვითმკვლელობის მიზნით გადმოხტა.

როგორც შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

inforustavi