გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 216 გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოს შექმნა დაფინანსდა

7-10-2022

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სექტორში, 15.7%-ით გაზრდილია.  რაც ითვალისწინებს გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბიუჯეტის ზრდასაც.


აღნიშნული მიმართულებებით მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ბოლო წლების ტენდენცია, რაც  ქვეყანაში გადამმუშავებელი და შემნახველი სექტორის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.


2014 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს ხელშეწყობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  216  გადამმუშავებელი და შემნახველი  საწარმოს შექმნა დაფინანსდა.


მათ შორის, 82 გადამმუშავებელი საწარმოა, რომელთა ინვესტიციის ოდენობამ 112,188,312 ლარიშეადგინა, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 38,981,622 ლარია.  რაც შეეხება  შემნახველი საწარმოებს, დაფინანსებულია 134 საწარმო; ინვესტიციის ოდენობამ 175,803,511 ლარიშეადგინა, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა 66,476,680 ლარია.