გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მედიაში გასულ ინფორმაციას ეხმაურება

11-10-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ, მათივე შეფასებით დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განიხილება ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

  

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არ აპირებს არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში და სამომავლოდ, არც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას" - აცხადებენ სამინისტროში.