გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

აქცია ხელვაჩაურში - სოფელ მარადიდის მცხოვრებლებმა ჰიდროელექტრო სადგურში დასაქმებულები ობიექტზე არ შეუშვეს

25-06-2018

აქცია ხელვაჩაურში - სოფელ მარადიდის მცხოვრებლებმა ჰიდროელექტრო სადგურში დასაქმებულებს ობიექტზე შესვლის საშუალება არ მისცეს.

მათი თქმით, წყლის დონის აწევის გამო საკარმიდამო ნაკვეთები იტბორება და მათ საცხოვრებლებსაც საფრთხე ემუქრება.

ადგილობრივები კომპენსაციას ითხოვენ, რათა განსახლება დროულად მოახერხონ.

მდინარე აჭარისწყალზე ჰესს კომპანია „აჭარ-ენერჯი 2007“ 4 წელია აშენებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ კომპენსაციებზე მოსახლეობასთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებას აწარმოებენ.