გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მარიამ ქვრივიშვილმა თურქული ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

12-10-2022

თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა თურქული ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან.


„თურქეთის ავიახაზებისა" და „პეგასუსის" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიმართულებით ავიარეისების ოთხივე სეზონზე შესრულებას, გამოითქვა მზაობა ზამთრის სეზონზე ბათუმის მიმართულებით გაგრძელდეს ოპერირება კვირაში 5 სიხშირით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს აჭარაში ტურისტული ნაკადების ზრდას. აღინიშნა, რომ ავიაკომპანია „პეგასუსი" საქართველოს მიმართულებით ანკარიდან ფრენებს იწყებს და პირველი ავიარეისი 2 ნოემბერს შესრულდება.


შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით „თურქეთის ავიახაზებისა" და ავიაკომპანია „პეგასუსის" მიერ შესაძლო ავიარეისების დანიშვნის საკითხს.