გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

იმერეთში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

13-10-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთში,ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.


წყალტუბოსა და ხონის  მუნიციპალიტეტებში,მოქალაქეები, სატვირთო ავტომანქანებით, პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირებას წარმოშობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე ახორციელებდნენ. გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულია, ჯამში, დაახლოებით 105 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის  სხვადასხვა სახეობის ფიცარი.


ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.