გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, ტრანსპორტი 20 აგვისტომდე ცალმხრივად იმოძრავებს

26-06-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 ივნისიდან 20 აგვისტომდე ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს.

ქუთაისში, „პრესის სახლიდან“ შოთა რუსთაველის გამზირის N104-მდე, მიწისქვეშა მუნიციპალური წყალგაყვანილობის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების დასრულებამდე, რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ცალმხრივად, ქალაქის ცენტრიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით, ხოლო გამსახურდიას გამზირიდან - ქალაქის ცენტრის მიმართულებით, ბარათაშვილის ქუჩის გავლით.

მძღოლების ინფორმირების მიზნით, ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია შესაბამისი საგზაო საინფორმაციო ნიშნები.