გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს ზედმეტი პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე, რასაც ხშირად ვხედავთ იმ ტენდენციური ლობისტებისაგან, ვინც ღიად უპირისპირდება საქართველოს სუვერენიტეტს

15-10-2022

საბედნიეროდ არსებობენ დასავლეთში ძალები, რომლებიც პრაგმატულად უყურებენ გეოპოლიტიკას და საქართველოს როლს, განსაკუთრებით აღიარებენ გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით- ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე მიღებულ რეზოლუციას.

 

„საბედნიეროდ, არსებობენ დასავლეთში ძალები, რომლებიც პრაგმატულად უყურებენ გეოპოლიტიკას და საქართველოს როლს, განსაკუთრებით აღიარებენ გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით...

 

დიახ, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს ზედმეტი პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე, რასაც ხშირად ვხედავთ ხოლმე იმ მცირე ტენდენციური ლობისტებისაგან, ვინც ღიად უპირისპირდება საქართველოს სუვერენიტეტს... ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, ევროპელმა სოციალ-დემოკრატებმა (PES) მიიღეს რეზოლუცია, სადაც ღიად უჭერენ მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.