გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ზესტაფონში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს

18-10-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.


ქალაქ ზესტაფონში, სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენის (წიდა) მოპოვების მიზნით, მოქალაქეებს, სპეციალურად მოწყობილი შენობის ქვეშ, გვირაბი ჰქონდათ გაყვანილი. მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლენილია 0,6 ტონა უკანონოდ მოპოვებული წიდა. ასევე აღმოჩენილია ე.წ.ჩამბარებელი პუნქტი, სადაც დასაწყობებულიიყო 24 ტონა უკანონოდ მოპოვებული სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი.


უკანონოდ მოპოვებული წიაღისეული დაილუქა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.


ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა.