გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლანჩხუთის მერი ,,ონკო ქეა ჯორჯიას" წევრებს შეხვდა

20-10-2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ვერიკო კვირკველიასთან ერთად ,,ონკო ქეა ჯორჯიას" წევრებს შეხვდნენ.შეხვედრა კამპანია ,,ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში შედგა.


ეს თარიღი მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება, მიზანი კი ძუძუს კიბოს რისკების შესახებ ცნობადობის გაზრდა, რეგულარული თვითშემოწმების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და კიბოს სკრინინგის აუცილებლობაა.


როგორც ლანჩხუთის მერმა აღნიშნა, სკრინინგი და დროულად კვლევების ჩატარება თავიდან აგვაცილებს სხვადასხვა დაავადების რისკს. მნიშვნელოვანია ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება. ქალბატონებმა მადლობა გადაუხადეს ალექსანდრე სარიშვილს ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის.